• საქართველო

ვიმყოფებით ახლად გახსნილ ქართულ-ამერიკულ სამედიცინო უნივერსიტეტში. ​ამ მასშტაბური ობიექტის სრული ელექტრომომარაგება ჩვენი გუნდის მიერ დაპროექტდა და განხორციელდა. სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებული სიზუსტით მოეწყო სასწავლო და კვლევითი ლაბორატორიების ქსელი, ასევე მოეწყო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის ელექტრომომარაგება. ​სისტემის გამართული მუშაობისთვის ავაწყვეთ და დავამონტაჟეთ არაერთი მართვის ფარი, რომლებიც შენობის ენერგოინფრასტრუქტურის ცენტრალიზებულ კონტროლს უზრუნველყოფს. ​უწყვეტო ელექტრო მომარაგებისთვისდამონტაჟდა სარეზერვო კვება და მისი ავტომატური გაშვების ჭკვიანი კვანძი. გენერატორის ამოქმედებისას, სისტემა უზრუნველყოფს ნაკლებად მნიშვნელოვანი ნაწილის ავტომატურ განრიდებას, რათა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ენერგია შეუფერხებლად მიეწოდოს. მაქსიმალური დაცვისთვის კი მოეწყო დამიწების კონტური და მეხამრიდი სისტემები. ამ და სხვა ნებისმიერი სირთულის პროექტისთვის — ანდეთ საქმე პროფესიონალებს. elka საინჟინრო გადაწყვეტილებები, სადაც საიმედოობა გარანტირებულია.