ელკა – ელექტრო საინჟირნო სამუშაოები ლისზე
ვიმყოფებით ლისის ტბის მიმდებარედ. ვასრულებთ ქვესადგურ საბურთალო 3 დან გამომავალი 6 კილოვოლტის საჰაერო გადამცემი ორჯაჭვა ხაზის რეკონსტრუქციას. ვაწყობთ 6 კილოვოლტის საკაბელო ხაზს მიწაში. კაბელი ჩაიდო სრულად უსაფრთხოების ნორმების დაცვით. დაილამა და ზემოდან დაედო გამაფრთხილებელი ლენტი. საკაბელო ხაზის მოწყობის შემდეგ გაიტესტა კაბელი და მოხდა ქსელზე დაერთება. რის შემდეგაც შესრულდა საჰაერო ხაზის და ანკერული ანძის სადემონტაჟო სამუშაოები.