• საქართველო
ელკა
ჩვენ შესახებ

კომპანია „ელკა“ დაარსდა 2015 წელს და მას შემდეგ წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ელექტრო საინჟინრო სფეროში. გთავაზობთ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებისა და რეკომენდაციების დაცვით, ნებისმიერი სირთულის, ელექტრო სამონტაჟო მომსახურების სრულ სერვისს.

ჩვენი მთავარი მიზანია, ევროპული სტანდარტების შესაბამისად ელექტროობაზე ზრუნვა. ჩვენი გუნდი მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს, რაც მოიცავს, როგორც საცხოვრებელ და სამრეწველო ელექტრო სამონტაჟო სამუშაოებს, ასევე მაღალი ძაბვის ქსელების აწყობას.

სწორად დაგეგმილი და აღსრულებული პროექტი ნებისმიერი შენობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ჩვენი მთავარი ღირებულებაა თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებული სრული ელექტრო სისტემების მომსახურება.

ჩვენთვის დაარსების დღიდან, ხარისხთან ერთად, მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მომხმარებელთან ურთიერთობაა. შესაბამისად, მუდმივად ვავითარებთ საკუთარ შეხედულებებს და ვზრუნავთ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

საცხოვრებელი და სამრეწველო ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები

დაბალი და სუსტი დენების პროექტირება მოწყობა
ძალოვანი კარადების და მართვის ფარების აწყობა მონტაჟი
დამიწების კონტურის
მოწყობა
ფურნიტურის მონტაჟი
გენერატორების და იუპიესების მიწოდება მონტაჟი

მაღალი ძაბვის ქსელების აწყობა

6/10 კვ საჰაერო და საკაბელო ხაზების პროეტირება მონტაჟი
ქვესადგურების დაპროექტება მონტაჟი
ვაკუუმური. ზეთიანი და ელეგაზური ამომრთველების მონტაჟი გაწყობა
აღრიცხვის კვანძების შემოწმება მონტაჟი