მოგესალმებით. ჩვენ ვიმყოფებით „იქსორი წერეთელზე“ მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსში, სადაც ჩვენი გუნდი მასშტაბურ ელექტრო სამონტაჟო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, სრულად მოეწყო როგორც ბინებისა და კომერციული ფართების, ისე ლიფტების, ავტოსადგომებისა და დერეფნების შიდა ელექტროქსელები. უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის, სპეციალურად ავაწყვეთ რეზერვის ავტომატური გადამრთველი მართვის ფარები, რომლებიც ლიფტების, დერეფნებისა და პარკინგის განათებების უწყვეტ კვებას უზრუნველყოფს. საავარიო რეჟიმში, ჭკვიანი ავტომატიზაცია მყისიერად გადართავს სისტემას სარეზერვო წყაროზე, რაც მაცხოვრებლების უსაფრთხოების გარანტიაა. მასშტაბური მშენებლობები მოითხოვს საიმედო საინჟინრო გადაწყვეტილებებს. ამ და სხვა ნებისმიერი სირთულის პროექტისთვის — ანდეთ საქმე პროფესიონალებს. elka საინჟინრო გადაწყვეტილებები, სადაც საიმედოობა გარანტირებულია.

























